Home  /  About us  /  ჩვენზე

 

ჩვენი კომპანია 2012 წლის ივლისში, დიდი გამოცდილების მქონე კომპანია ,,Steel Frame Systems Georgia “ ს ბაზაზე დაარსდა. კომპანია სამშენებლო სფეროში თანამედროვე, ევროპული ტექნოლოგიების მოძიებასა და საქართველოს ბაზარზე შემოტანაზე იყო ორიენტირებული.
 
კომპანიის რეორგანიზაცია გამოწვეული იყო კაპიტალის გაზრდით და შესაბამისად, სხვა სეგმენტების ათვისებით.
 
ჩვენ გაგვაჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, სადაც უშუალოდ ვაწარმოებთ გალვანიზირებული ფოლადის პროფილებს.   სწორედ საკუთარი წარმოების ხარჯზე  ჩვენ კლიენტებს  თანამედროვე პროდუქციას საუკეთესო ფასად ვთავაზობთ.

ნდობაზე დამყარებული ურთიერთობებით კლიენტებს საცხოვრებელი  პირობების ეფექტურად გაუმჯობესებასა და ბიზნესის წარმართვისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების ევროპული ტექნოლოგიით, უმოკლეს ვადაში აშენებაში ვეხმარებით.

ჩვენ ვემსახურებით როგორც კერძო პირებს,  ასევე კომპანიებს.

ჩვენ დიდი გამოცდილება გაგვაჩნია  როგორც საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, ასევე საოფისე  და სასაწყობო შენობა-ნაგებობის მშენებლობაში.

 

2013 წელს, დამატებით დავაარსეთ კიდევ ერთი კომპანია თი სი გრუპ - TC Group - ი, რომელიც  მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შექმნაზეა ორიენტირებული.