Home  /  Useful Information  /  სიახლეები
რატომ ,, თი სი გრუპ " ?
April 14, 2013

 

 

გალვანიზირებული ფოლადი!

 

მშენებლობის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ,, თი სი გრუპ “ -ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს შენების განსაკუთრებულ სისწრაფეს. 

 

ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო მოედანზე მუშაობის პერიოდს: წარმოების პროცესი მთლიანად კომპიუტერიზირებულია, ზუსტად შეესაბამება არქიტექტურულ პროექტს და გამორიცხულია თუნდაც მცირე გადაცდომა და უზუსტობა. 

 

მონტაჟისას არ გამოიყენება მძიმე სამშენებლო ტექნიკა, რაც ძალიან ხელსაყრელია ქალაქის პირობებში მშენებლობისას. ცუდი ამინდი არ აფერხებს პროცესს, შესაბამისად შენების სისწრაფე ერთნაირია ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.

 

მოპირკეთება არ საჭიროებს სველ პროცესებს. არ არის სამშენებლო ნარჩენები.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია სეისმომედეგობა,  კონსტრუქციის ერთიანობა მის განსაკუთრებულ სიმყარესა და მედეგობას განაპირობებს.

ჩვენს მიერ გამოყენებული ტექნოლოგია ითვალისწინებს საუკეთესო ხარისხის  თბოიზოლაციის მასალების გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს შენობის გათბობასა და გაგრილებაზე.